არქტიკაში, ბოლო 125 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი დათბობა დაფიქსირდა

-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ანგარიშის თანახმად, არქტიკაში ტემპერატურამ 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე პერიოდში 1900 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ორგანიზაციის ცნობით, ჰაერისა და წყლის ტემპერატურის მატებამ გამოიწვია მყინვარების აქტიური დნობა და არქტიკული ლანდშაფტის მნიშვნელოვანი ცვლილებები.
„ეს პროცესები, თავის მხრივ, ზღვის დონის აწევას იწვევს, რაც ზრდის მეწყერებისა და ცუნამების რისკს“, – წერს გამოცემა.
ამერიკელი ექსპერტების ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო ათწლეული რეგიონისთვის ისტორიაში ყველაზე თბილი იყო. არქტიკაზე თოვლის საფარის ფართობი დღეს მხოლოდ ნახევარია იმისა, რაც 60 წლის წინ იყო.