14 ნოემბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „არქი უნივერსი“ წარუდგინა, რომელიც თანამედროვე ადამიანის სურვილებს უპასუხებს და ყველაზე მოთხოვნად უბან საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე გამორჩეულ გარემოს შექმნის. პროექტის წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებელი ილია წულაია, გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე. ღონისძიება კაფსულის ჩაგდების სიმბოლური ცერემონიალით დასრულდა.