არქი უკვე რუსთავშია – არქიმ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი წარადგინა

29 ივლისს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „არქი რუსთავი“ წარუდგინა, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით, თანამედროვე ექსტერიერით რუსთავში ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქში ახალ სიცოცხლეს შეიტანს. პროექტის წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები, ქალაქ რუსთავის მერიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებელი ილია წულაია, რუსთავის მერი , რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ს მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი. ღონისძიება კაფსულის ჩაგდების სიმბოლური ცერემონიალით დასრულდა.
„ქალაქ რუსთავის განვითარებამ დაგვანახვა დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა დაგვეწყო ისეთი მასშტაბური პროექტის მშენებლობა, როგორიც „არქი რუსთავია“. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი თავისი გამწვანებით, ინფრასტრუქტურითა და ექსტერიერით.“- არქის დამფუძნებელი ილია წულაია.
„არქი რუსთავი“ მასშტაბური კომპლექსია, რომლის პირველი საცხოვრებელი სახლი 10 სართულსა და 168 ბინას მოიცავს. კომპლექსი ახალ რუსთავში, ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთაზე, კეთილმოწყობილ „ლეონიძის სკვერთან“ შენდება. არქი რუსთავიდან რამდენიმე წუთის სავალზეა ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო ობიექტები: რუსთავის ცენტრალური პარკი, სუპერმარკეტები, სავაჭრო ცენტრი „რუსთავი მოლი“, ორი საჯარო სკოლა, საცურაო აუზი, აგრარული ბაზარი. მდებარეობას მოსახერხებელს ხდის ისიც, რომ კომპლექსიდან გადაადგილება მარტივია, როგორც რუსთავში, ისე თბილისის მიმართულებით.