დღეს გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, დეველოპერული კომპანია „არქი“ აცხადებს, რომ არც კომპანიას და არც მის რომელიმე თანამშრომელს არავითარი კავშირი არ აქვს „რიყის დოქების“ შეძენასთან.
კომპანია „არქიში“ მართლაც არის თანამშრომელი – ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი, სახელად თორნიკე კოპალიანი, თუმცა ის არ არის პირი, ვისაც „რიყის დოქების“ შეძენა უკავშირდება.
„არქი“ არ მონაწილეობდა და არ მონაწილეობს „რიყის დოქების“ გაყიდვა/შეძენის პროცესში.
გთხოვთ, მედიამ და საზოგადოებამ თავი შეიკავოს ყოველგვარი მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.
