„არქიმ“ სპეციალურად „არქელებისთვის“ ქართული კინომუსიკის შედევრების კონცერტი გამართა

ლიდერი დეველოპერული კომპანია „არქი“ კვლავ აგრძელებს თავისი დიდი ოჯახის წევრებზე ზრუნვას და ამ ზრუნვის გამოსახატად სპეციალურად „არქელებისთვის“ კიდევ ერთი გამორჩეული ღონისძიება გამართა.
მხოლოდ „არქელებისთვის“ 17 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული კინომუსიკის შედევრები აჟღერდა. დაუვიწყარი ჰანგები ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებთ შეასრულა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე და სხვა ქართველი ვარსკვლავები.
„ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ, რომ არქისთან ურთიერთობა არ მთავრდება ბინის ჩაბარებით და პირიქით, ამ დროს იწყება. არქის გუნდის თითოეული წევრი ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ არქელებმა ბედნიერად იცხოვრონ და თავი მართლაც დიდი ოჯახის წევრებად იგრძნონ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა, რომელთა რიცხვიც 35 000-ს აჭარბებს. ეს და აქამდე გამართული ღონისძებები კი ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ჩვენს ძვირფას არქელებს კიდევ არაერთ სიურპრიზს ვპირდებით“, – აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.
კონცერტს სხვადასხვა კომპლექსში მცხოვრები 2500-მდე არქელი დაესწრო. არქელებმა ერთად მოუსმინეს მათთვის საყვარელ, ნოსტალგიურ ჰანგებს. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, დასასრულს ოვაციები არ წყდებოდა. არქის დიდი ოჯახის წევრებმა კონცერტი სადღესასწაულო განწყობით დატოვეს და ერთად უამრავი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
„ეს კონცერტი არქის დიდი ოჯახის წევრებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად გავმართეთ, რაც ვფიქრობ, ნამდვილად გამოგვივიდა. კონცერტის შემდეგ არქელები შთაბეჭდილებებს გვიზიარებდნენ, ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე არაერთი ღონისძიება გავმართეთ, მუდმივად ვზრუნავთ, რომ არქელებს განსაკუთრებული განწყობა შევუქმნათ და ამ ზრუნვის ფარგლებში არქის დიდი ოჯახის წევრების გახარებას კვლავაც გავაგრძელებთ“- აცხადებს „არქის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.
არქი ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავს თავის მაცხოვრებლებზე. ამის დასტურია ის ღონისძიებები, რომლებიც კომპანიამ სპეციალურად არქელებისთვის უკვე გამართა: „ჯიფსი არქელებისვის“ სპორტის სასახლეში, ლეგენდარული მიუზიკლი „ჩიკაგო“ მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“, ს და ბენდის კონცერტი კლუბ „ანდერვილში“, სუხიშვილების კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, დათო გომართელი და შვიდკაცა მცხეთაში. არქიში აცხადებენ, რომ არქლებისთვის ღონისძიებების გამართვა მათთვის უკვე ტრადიციაა. კომპანია მაცხოვრებლებს არაერთ სიურპრიზს და ჯადოსნურ მომენტს ჰპირდება.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”