არქიმანრდიტ დოროთესგან ვერ მივიღეთ დასტური ხუთშაბათს დანიშნულ კომისიაზე გამოცხადების შესახებ – საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა

არქიმანრდიტ დოროთესგან ვერ მივიღეთ დასტური ხუთშაბათს დანიშნულ კომისიაზე გამოცხადების შესახებ – საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ეპარქიის კომისიაზე გამოცხადების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს.
ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, ხუთშაბათს, დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით კომისია გაიმართება, თუმცა, მისგან ვერ მიიღეს დასტური გამოცხადების შესახებ.
“12 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში, არქიმანრდიტ დოროთეს გამონათქვამებთან დაკავშირებით მოსალოდნელ კომისიაზე ვისაუბრე.
დღეს მისგან ვერ მივიღეთ დასტური ხუთშაბათს დანიშნულ კომისიაზე გამოცხადების შესახებ.
ცნობისათვის, საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა.” – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი

პრო-დასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტი-აღმოსავლური ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რომელსაც “პროდასაბმელი” ოპოზიციის ნაწილიც აყვა თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაში