არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგება:
“ჩვენ სიმართლისთვის ჯვარცმული ღმერთის მიმდევრები ვართ. ყველა, ვინც სიმართლის გულისთვის იტანჯება, არ თმობს, ციხეშია, დევნილობაშია, ყველა მართლმადიდებელია. ხოლო ის, ვინც კეისრისგან იღებს სარჩო-საბადებელს და უფრო მეტს, ის არ არის მართლმადიდებელი. მართლმადიდებლობა ზუსტად სიმართლისთვის თავდადებულობაშია, ბოროტების არდათმობაშია, არაღიარებაშია.
როცა ცრუს არ აღიარებ, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლით ცხოვრობ, შეიძლება პური გაკლდეს, შეიძლება საჭმელი გაკლდეს, შეიძლება ციხეში იყო, მაგრამ არ თმობ და მტკიცედ დგახარ… ასეთები არიან დღეს სინდისის პატიმრები. […] ისინი ერს სინდისს უნარჩუნებენ. ერის ღირსების შემნარჩუნებლები არიან.”