არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს სოციალურ ქსელში.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ბრძანებაში, რომელიც პატრიარქის ხელმოწერით ვრცელდება, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება საეკლესიო კანონიკური ეთიკის “არაერთგზისი დარღვევისათვის” შეუჩერდა.
„სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება”, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდია, არქიმანდრიტი რუსთაველზე ატარებდა პარაკლისებს, ლოცულობდა, ხალხთან ერთად და ამბობდა, რომ იმედია აქვს, “ეს “მორწმუნე” მთავრობა ლოცვასაც არ აკრძალავს”




