არქიმანდრიტმა პარლამენტთან მოშიმშილეები აზიარა

პარლამენტთან მოშიმშილე მოქალაქეებთან არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მივიდა.
ეს ადამიანები არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, დიდი ხანია მათ ვიცნობ და ეს ადამიანები იბრძვიან როგორც ქრისტე შეებრძოლა უდაბნოში შიმშილობით სატანას, ისე ესენი ებრძვიან საქართველოს დამპყრობლებს, საქართველოს გამანადგურებლებს და ებრძვიან ქრისტიანული წესით, რასაც ჰქვია – შიმშილობა. ამიტომ ეს ადამიანები მე უნდა გავამხნევო ქრისტეთი და უნდა ვაზიარო ქრისტესთან, რომ შეძლონ თავიანთი გზის სწორდა წარმართვა და გამძლეობა მისცეს ღმერთმა, – თქვა მამა დოროთემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან უკვე მეოთხე დღეა გედევან ფოფხაძე და მისი თანამოაზრეები შიმშილობენ. მოთხოვნა ახალი საპარლამენტო და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)