არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: რად გიღირთ ეს ყოველივე?! რად გიღით ხელფასი, მონობა, ვითომ ძალაუფლება, პრიოტიტეტები?! ადამიანობის სახე რომ დაკარგეთ ამასობაში, თუ ხვდებით?!

“განსაკუთრებით ზუგდიდელების გასაგონად, და მათ, ვინც იცნობს მამა დოროთეს, მით უფრო სასულიერო პირები, რომელთა უმრავლესობამ კარგად იცის, თუ სადამდე მიიყვანა მახინჯმა სისტემამ საეკლესიო ინსტიტუცია… ამ კაცს, ბოდიში, არაკაცს (სამხარაძეს), რომ ულაიქებთ სტატუსებს, რომელიც გამოირჩევა სიძულვილის ენით, ქართველთა (არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური გემოვნების) შუღლისა და სიძულვილის დაღვივებით, რა შეიძლება გეწოდოთ თქვენ?! რად გიღირთ ეს ყოველივე?! რად გიღით ხელფასი, მონობა, ვითომ ძალაუფლება, პრიოტიტეტები?! ადამიანობის სახე რომ დაკარგეთ ამასობაში, თუ ხვდებით?!” – წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა სოციალურ ქსელში, ივანიშვილის დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის საპასუხოდ.
ცნობისთვის, დღეს, დიტო სამხარაძემ გააზიარა არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის ვიდეო და დაწერა – “ეს ჰომოსექსუალების პარტიელი, ამ სიტყვებს, სამების ამშენებელზე ამბობს! ერისკაცზე, რომელმაც ასობით ეკლესია ააშენა! ასობით ტაძარი და ციხე-სიმაგრეები აღადგინა! ამისნაირი ფარისევლების მიერ უცხოელებზე გაყიდული, ასობით ხატი და სიწმინდე დაუბრუნა საქართველოს! კანონი მიიღო მისმა გუნდმა, რომ ელგებეტე პროპაგანდა აიკრძალა ქვეყანაში!
ეკლესიის გაძლიერება დავიწყეთ ბატონი ბიძინას დავალებით და ეს, ანაფორაში გამოპარჭყული ნაცი, მინიმუმ აქ რაც ჩამოვთვალე აიგნორებს და ხალხს ატყუებს! პეტრე 2-ა ეს გოთვერანი”
ვიდეოში, რომელიც დიტო სამხარაძემ გააზიარა, დოროთე ყურაშვილი ამბობს – “რაც ამ მთავრობამ გაუკეთა ეკლესიას და პირადად პატრიარქს არცერთს არ გაუკეთებია. გაიხსენეთ რეები გაუკეთეს პატრიარქს?! ეს ყველაფერი დაიწყო, როცა ბიძინამ თქვა, რომ პატრიარქსაც ეშლება. ეს მაშინ თქვა, როცა თვითონ იყო რეიტინგულად მაღალ მდგომარეობაში, თუმცა პატრიარქი მასზე მაღლა იმყოფებოდა და ხალხი პატრიარქს უფრო ენდობოდა. ეს ვერ აიტანადა ამხელა რეიტინგზე მყოფი კაცი, რომელიც მთელ მთავრობას მართავ იტყვი, რომ პატრიარქს ეშლება და ჩვენ შეგვიძლია მას არ დავუჯეროთ”