არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: ეს არის სისტემა, რომელიც სიმართლეს დევნის, უსამართლობას ამკვიდრებს და ადამიანურ ღირსებას თელავს

“ქვეყანაში ძალადობრივი, ტირანიული რეჟიმი ბოგინობს. ეს არის სისტემა, რომელიც სიმართლეს დევნის, უსამართლობას ამკვიდრებს და ადამიანურ ღირსებას თელავს. ასეთ რეჟიმს ვერ ექნება გამართლება ქრისტეს სახელით, რადგან ქრისტე არის ჭეშმარიტება, თავისუფლება და სიყვარული, ხოლო ძალადობა და ტირანია – ბოროტების იარაღი.
ცალსახად უნდა ითქვას: ვინც ამ სისტემას ამაგრებს, ის თავად ხდება მოძალადე და ანტიქრისტიანული სულისკვეთების მსახური. ქრისტიანობა არ არის მორჩილება ბოროტების წინაშე; პირიქით, იგი სიმართლისთვის მტკიცე და შეურიგებელი ბრძოლაა. „სინათლემ ბნელში გაბრწყინდა, მაგრამ ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანე 1:5).
ვინც ძალადობას ამართლებს, ქრისტიანობას არცხვენს. ვინც უსამართლობას ტაშს უკრავს, ბოროტებას ემსახურება. ვინც დუმს, ისიც თანამონაწილეა” – წერს მსოფლიო საპატრიარქო საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა