არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: დღეს თქვენ უფრო მეტს აკეთებთ თავისუფლების სადარაჯოზე დგომით. თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა არასდროს ყოფილა მარტივი

“ერთი რიგითი ქრისტიანი მღვდელი ვარ. ვიცი, ჩემი კოლეგებისგან გამხნევებას არ ხართ ჩვეული, მაგრამ მერწმუნეთ, ყველა ერთი “ფერისა” როდია. არიან მდუმარედ მყოფი პატიოსნებიც, რომლებიც ნატრობენ ბოროტების მარწუხებისგან განთავისუფლებას. არ მოგეთხოვებათ გაუგოთ მათ მდუმარებაში, სიმართლე გითხრათ, არც მე მესმის, მაგრამ თქვენ/ჩვენ მათთვისაც უნდა (ვ)იბრძოლოთ. დღეს თქვენ უფრო მეტს აკეთებთ თავისუფლების სადარაჯოზე დგომით. თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა არასდროს ყოფილა მარტივი, ეს მსხვერპლის გაღებას მოითხოვს, მაგრამ ეს გზა წმიდაა და ნეტარი. იყავით მხნეთ, ნუ შედრკებით, გწამდეთ ჭეშმარიტი სიკეთის და სიყვარულის – ღმრთის, ის ჩვენთანაა” – წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა ჯგუფში “დაიტოვე” და ახალგაზრდებს მიმართავს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს