არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: არცერთი ხელნაწერი, ზოგადად წიგნი თუ რამ სხვა ნივთი, რაოდენ უნიკალური და ძვირფასიც არ უნდა იყოს ის, არაა ერთ ადამიანზე ფასეულიც კი

“კარგია, რომ ხელნაწერი დაუბრუნდება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რა პოპულიზმითა და წინასაარჩევნო სულისკვეთებით არის შეძენილი, მაგრამ არსებითად უმთავრესია გვესმოდეს, რომ არცერთი ხელნაწერი, ზოგადად წიგნი თუ რამ სხვა ნივთი, რაოდენ უნიკალური და ძვირფასიც არ უნდა იყოს ის, არაა ერთ ადამიანზე ფასეულიც კი.

ადამიანია უმთავრესი ფასეულობა და ღირებულება, და როცა პოლიტიკურად მოთამაშე ერთი სუბიექტი, ტირანიის დამყარებას ცდილობს ქვეყანაში, ძალაუფლების სანაცვლოდ ქვეყანას მტერზე ყიდის, მის მიერ გაღებული “შესაწირი”, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ის, კეთილად არ შეიწირება უფლის წინაშე, რადგან არაწმიდაა თავად მისი წარმოშობა” – წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა.

11 ივნისს Christie’s აუქციონზე გამოტანილი უძველესი ტექსტი Codex Sinaiticus Rescriptus-ი, რომელიც იოანე ზოსიმეს ხელნაწერებს შეიცავს, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. ხელნაწერი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება