როცა შემოვიდნენ რუსები და მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, სად წაიღო [საქართველომ საგანძურები] საფრანგეთში წაიღო და იქ, ევროპაში გადამალა. მაშინ, როცა რუსები დგებოდნენ და სახარებებს აძრობდნენ ყდებს, რომლებიც ძვირფასი ქვეყბით იყო მოჭედილი და მიჰქონდათ, სახარება კი არ აინტერესებდათ, ყდებს ხსნიდნენ, ქართულ ფრესკებს გვიზიანებდნენ, რამდენი ძვირფასი ხატი, ჯვრები აქვთ გატანილი საქართველოდან და ამ რუსეთზე სიტყვას ვერ ამბობ ადამიანი დღეს, რომ ასეთი რუსეთია, რომელიც ასე იბრძოდა შენს წინააღმდეგ, ასე გებრძვის დღეს და იმ ევროპას აგინებ, რომელსაც ბოროტება ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია და საიდან მოაქვთეს… ასე, ისტორიას თუ გადავხედავთ, ევროპა ჩვენ არასდროს არ გვებრძოდა, მე არ ვიცი, ევროპამ რომელი ტერიტორია წაგვართვა… თურმე, დღეს ყოფილა საშიში, იმიტომ რომ არიქა და კაცები გათხოვდებიანო. რა არის ეს, არ ვიცი, ასე არ უნდა აკადრონ ქართველ კაცს და ქართველმა კაცმაც როგორ უნდა იკადრო ეს, არ მესმის.
რამდენი ავადმყოფია, რომელიც წავიდა ევროპაში, მკურნალობენ. მე ვიცი პირადად, რამდენიმეს ვიცნობ, ადამიანი, რომელსაც მძიმე სენი ჭირს, წავიდა საფრანგეთში და მკურნალობს და განკურნეს, კარგად არის, აჭმევენ, ასმევენ, უფასოდ მკურნალობენ, გამოაჯანმრთელეს და შვილებს უბრუნდება ცოცხალი დედა. აი, ამ გზებს რომ ჩაუკეტავ ადამიანებს და მერე ამბობ, სხვაგან წავიდეს სამკურნალოდო – სხვაგან სად? რუსეთში წავიდეს სამკურნალოდ? რუსეთი დღე და ღამე გვებრძვის და ვისთან უნდა მიხვიდე იქ სამკურნალოდ?
ასე რომ, ასეთი უმადურობა არ შეიძლება, ასეთი ტყუილები და ფარისევლობაც არ შეიძლება, რასაც ამბობენ, გუშინ სხვას ამბობდნენ დღეს სხვას ამბობენ. “ღირსებით ევროპისკენო”, მერე გამოჩნდა, რომ თურმე ევროპა “ომში გვითრევს”, ახლა გამოჩნდა, რომ არიქა, ევროპა კაცებს ათხოვებსო. არ შეიძლება ასეთი ფარისევლობა, არ შეიძლება ასეთი ტყუილები და რატომ გაქვთ ასეთი დაბალი წარმოდგენა ქართველ ერზე, არ ვიცი. იმიტომ რომ, იმდენ ტყუილს ეუბნებით, ისე უპატივცემულოდ ექცევით, რომ არ ვიცი. თქვენ გგონიათ, რომ ქართველი ერი ამ ყველაფერს აიტანს, თავს დაგიხრით – არ არის ქართველი ერი ის ერი, რომელიც თქვენ და რუსეთს დაემონება.
