არქიმანდრიტი: ვიღაცებმა ნახეს, რომ პოლიციელები იხდიდნენ [მუნდირს], ვითომ სამოქალაქოები იყვნენ და ესროდნენ პოლიციელებს

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილი ეჭვობს, რომ ათონელის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან “ქართულმა ოცნებამ” აგენტი შეგზავნა, რომლებიც პოლიციელებს დაუპირისპირდნენ.

მისი თქმით, პრეზიდენტის სასახლესთან ჩასულ ადამიანებს შორის ძალიან ბევრი პროვოკატორი იყო, რათა სიტუაცია დაეძაბათ.

იქ იყო საუბარი, რომ თვითონ პოლიციელები იხდიდნენ მუნდირს და იცვამდნენ სამოქალაქო ტანსაცმელს და უტევდნენ პოლიციელს, იყო ასეთი საუბრები. ვიღაცებმა ნახეს, რომ თვითონ პოლიციელები იხდიდნენ, ვითომ სამოქალაქოები არიან და ესროდნენ რაღაცებს პოლიციელებს იქეთ, რომ დაძაბულიყო. ეს პროვოკაცია იყო ჩართული კიდევ. 

მე ვერ ვიტყვი, რომ ვინც მოუწოდა იმან გააკეთა პროვოკაცია, მაგრამ ეს გამოიყენა კარგად. 

იქ ჩასული ბევრი გულწრფელი ახალგაზრდა იყო, მაგრამ ბევრი პროვოკატორი, ძალიან ბევრი, მათ შორის. მე არ ვიტყვი, რომ ყველა, მაგრამ ბევრი პროვოკატორი იყო,” – განაცხადა მამ დოროთემ.