“არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ჩაგრულთა გვერდით დგას” – მეუფე ზენონი

“არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს არ ესაჭიროება დასაცავი პეტიცია. ის ადამიანია და ადამიანურობის გამააზრებელი ჩაგრულთა გვერდით დგას. სწორედ თანაგრძნობა და თანალმობაა ის, რამაც სამყაროს დამბადებელი ღმერთკაცი ჯვართან მიიყვანა და თუ მანამდე არავინ იყო მართალი კაცთაგან, მათ გამართლების საშუალება მისცა. ღმერთი არ ჩაგრავს. ის ყველა მჩაგვრელისგან (უსხეულო თუ ხილულისგან) და ყველა სახის ჩაგვრისგან ათავისუფლებს ადამიანს.”