მღვდელს ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს ხალხთან. არცერთ პროფესიას არ აქვს ისეთი ახლო ურთიერთობა ჩვეულებრივ ადამიანებთანაც და არაჩვეულებრივებთანაც, როგორც მღვდელს აქვს, იმდენად საზოგადო მოღვაწეა, იმდენად ხალხში არის გასული და მე სხვანაირად ვხედავ: არავის არ მოწონს მათი [ივანიშვილის მთავრობის] მოქმედება, არავის! მე ვფიქრობ, რომ ესენი აკეთებენ იმას, რომ ცდილობენ დაშინებას. შეუძლებელია ეს სიტყვა გააჩუმო, შეუძლებელია ეს დამარცხდეს. შეიძლება, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ შეიძლება მეც მოვკვდე, სხვაც მოკვდეს, ათასი რაღაც მოხდეს, მაგრამ ეს [პროტესტი] არ გაჩერდება. ისინი [ივანიშვილის მთავრობა] ფაქტიურად ხარაკირს იკეთებენ საკუთარი თავისთვის და სამწუხაროდ, საკუთარი ოჯახებისთვისაც. რასაც აკეთებენ… მე არ მეგონა, თუ ვინმე შეძლებდა ამ 30 წლის მერე ასე, ამდენი ხალხის პოვნას, რომელიც რუსეთისკენ მიაბრუნებდა პირს, ამდენ ღალატს ჩაიდენდა, არ ვიცი… რაღაც საოცრება მოხდა, მოულოდნელი, მაგრამ ამდენი გონს მოსული ხალხიც საქართველოს არცერთი რევოლუციის დროს არ ჰყოლია. ძალიან ძლიერი – მარტო ახალგაზრდობა არა, ჩემი თაობაც, ყველა ხედავს ბნელს და ყველა ხედავს ნათელს. ამიტომ, ამდენი ნათლისმხილველი ხალხი გვყავს, ამდენი თავისუფლებას მოწყურებული ახალგაზრდობა გვყავს და შეუძლებელია ამათმა წააგონ. ვერ დავიჯერებ ვერაფრით! – თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა გადაცემა “მესამე ფურცელში”.
