არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ოცნების წინასაარჩევნო კლიპს ეხმაურება: იმ დროს, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, არჩევნები რომ ყოფილიყო…

“…იმ დროს, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, რომ ყოფილიყო, ქრისტეს ჯვარმცმელები, ფარისევლები, პილატე და ა.შ. შექმნიდნენ ასეთ კლიპს, ერთ მხარეს როგორ სცემენ ქრისტეს, როგორ აფურთხებენ ქრისტეს, როგორ დასცინიან ქრისტეს და როგორ ჯვარს აცვამენ მას. და მეორე მხარეს როგორ იბანს პილატე ხელს, თავის დიდებულ ტახტზე მჯდომი, როგორ დიდებულ სამოსელში ფარისევლები მიყვებიან ქრისტეს და აი, მატყუარა, ასე ამბობენ. აირჩიეთ, გაჩვენებდნენ იმ დიდებულ ტაძარს, რომელიც ცარიელი დარჩა, აქეთ ჯვარცმაა, აქეთ მშენებლობა და აყვავება. ხომ არ გაგახსენდათ რამე კლიპი. დააკვირდით, რას სთავაზობენ ქართველ ერს, ქრისტიან ერს, აქეთ კორპუსები, სადაც რუსები ბომბებს ესვრიან უკრაინელ ხალხს, კორპუსები, რომლებშიც იხოცება უდანაშაულო ხალხი, კორპუსები, რომლებშიც იხოცება უმანკო ბავშვები, აქეთ აშენებული საქართველო. და გთავაზობენ, ვის მხარეს ხართ, გინდათ ეს ჯვარცმა? აი, თქვენ, ჯვარცმა გინდათ? აი უკრაინელებს როგორც ჯვარს აცმევენ, ისე გინდათ რომ თქვენც ჯვარს გაცვან? თუ აგერ ჯობია პილატესავით ამ ახალგაზრდებსა და პატიმრებზე ხელი დავიბანოთ. იყვნენ ციხეში. იყვნენ პოლიტიკოსები ციხეში, ვინც არ აღიარებს მთავრობას, იყვნენ ციხეში. ეს არ გირჩევნიათ? თუ ომი გირჩევნიათ? ასე გინდათ, რომ თქვენი ბავშვები იხოცებოდნენ? ასე გინდათ რომ ჯვარს გაცვან?
სამწუხაროდ, ასეა, რომ ქრისტიანულ ერში რას გვთავაზობენ ჯვარმცმელების არჩევას. აი, ჩვენ შევურიგდით იმას, ვინც უკრაინელებს ჯვარს აცმევს და ჩვენ ნახე როგორი აშენებულები ვართ. გუშინ დიდგორობაზე იყვნენ, დავით აღმაშენებელს აქებდნენ. ვინ იყო დავით აღმაშენებელი, ომი უნდოდა დავით აღმაშენებელს? შეურიგდა მტერს და შემოუშვა? თუ დახვდა მტერს? რა, ომი უნდოდა? მონობა არ უნდოდა” – ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი და ეხმაურება ოცნების წინასაარჩევნო კლიპს, სადაც ის, საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული კამპანიის მსგავსად, კვლავ უკრაინის ომის კადრებს იყენებს, რომელსაც თან სდევს თბილისის ქუჩების კადრები. ვიდეორგოლზე ვკითხულობთ წარწერებს – “არა ომს!” და “აირჩიე მშვიდობა!” ვიდეორგოლის ერთ-ერთ კადრში “მშვიდობის” დემონსტრირებისთვის გამოყენებულია შადრევნის კადრი, რომელმაც 2022 წელს 13 წლის მოაზრდი შეიწირა. შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა, როცა ვაკის პარკში, ერთ-ერთ შადრევანში ბავშვებს ბურთი ჩაუვარდათ, მისი ამოღების მცდელობისას კი 3 მოზარდს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.