არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი:
მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ.
მინდა გითხრათ, რომ, თქვენ ჩემ გვერდით დგახართ და მე თქვენ გვერდით ვდგავარ ჩემს და თქვენს ქრისტესთან ერთად. და ჩვენ, ყველა ერთად, ვინც ნათელ მხარეს ვართ, ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე, არა მხოლოდ დღევანდელი საქართველოს სადარაჯოზე, არამედ წარსული, აწმყო და მომავალი საქართველოსი.
გაერთიანდით, გაძლიერდით და დაიცავით ჩვენი დიდებული საქართველო. მადლობა, რომ ასეთი გონიერები და უშიშრები ხართ. მე თქვენი აღმოჩენით საქართველოს უდრეკი სული აღმოვაჩინე და ასეთი გახარებული არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ვყოფილვარ. საქართველო ცოცხალია.
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
დიდება ქართველ და უკრაინელ გმირ ხალხს!
ჩვენ გამარჯვებულები ვართ.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი