არქივი: შალვა პაპუაშვილის ტყე და მამულები 1 ლარად – სპეციალური რეპორტაჟი

როგორ იყიდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კახეთში, მდინარე ალაზნის პირას 100 ათასი კვმ ტყე 1 ლარად, როცა იმავე ტერიტორიაზე 1 კვმ მიწის ფასი 5 დოლარია. გიამბობთ, როგორ მოატყუა დეპუტატმა სახელმწიფო და როგორ აარიდა თავი ბიუჯეტში, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე დღეა თავს ესხმის ინტერნეტგამოცემა „ბათუმელებს“, რომელმაც პაპუაშვილის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით პირველმა გაავრცელა ინფორმაცია.

, „ბათუმელების“, როგორც პასუხისმგებლიანი მედიის მყისიერ აღიარებას, რომ მასალაში უზუსტობა დაუშვეს, სპეკულაციურად იყენებს, „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის საჭიროებას იშველიებს და ამით ცდილობს მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პროკურატურას აქამდეც უნდა გამოეძიებინა.


დაუდასტურებელი ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში

ქონებრივ დეკლარაციებში შალვა პაპუაშვილი უთითებს, რომ 200 ათასი კვმ ტყე და 100 ათასი კვმ მიწის ნაკვეთი მას 2011 წლიდან ჰქონდა ფაქტობრივ თანასაკუთრებაში.

თუ პაპუაშვილის მიერ დეკლარაციაში შეტანილ ინფორმაციას დავეყრდნობით, ეს მამულები მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლოს წინა წელს შეიძინა.

თუმცა, საჯარო რეესტრის სააგენტოდან გამოთხოვილ მასალებში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ პაპუაშვილი ამ მიწების თანამესაკუთრე 2011 წლიდან იყო. ასეთი დოკუმენტი პაპუაშვილმა არც ჩვენი წერილობითი მიმართვის შედეგად მოგვაწოდა.

ვიდეო