არქივი: ზვიად გამსახურდია, ჯოხარ დუდაევი და ვლადიმერ ჟირინოვსკი. გროზნოს რუსული დელეგაცია სტუმრობს

1993 წელი, ზვიად გამსახურდია, ჯოხარ დუდაევი და ვლადიმერ ჟირინოვსკი.
გროზნოს რუსული დელეგაცია სტუმრობს.
შეგიძლიათ იხილოთ ვლადიმერ ჟირინოვსკის სახე (გამსახურდიას გვერდით), როცა გამსახურდია ამბობს: “მეგობრობა მხოლოდ თანასწორთა შორის არის შესაძლებელი, შეუძლებელია მეგობრობა ბატონსა და მონას შორის. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მონები!”
ამგვარად, ეს უნიკალური კადრებია, სადაც ქართველების და ზოგადად კავკასიელების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მტერს პირდაპირ უთხრეს სათქმელი, რომ საქართველოს და რუსეთს შორის მეგობრობა რბილად რომ ვთქვათ, არ გამოვა, არა იმიტომ , რომ სადღაც, ოდესღაც, 230 წლის წინ ერეკლე მეორეს უღალატეს, არა იმიტომ, რომ 1921 წელს სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგინეს, არა საბჭოთა ბნელი და სასტიკი წარსულის გამო, არც იმიტომ, რომ ენას გვართმევდნენ, არც 9 აპრილის გამო როცა ნიჩბებით დაგვჩეხეს და გაზით მოგვწამლეს, არც გაღვივებული ეთნიკური კონფლიქტების და წართმეული ტერიტორიების გამო, არც ს და სამაჩაბლოს გამო, არც 2008 წლის ომის გამო, ეს მეგობრობა ვერ შედგება არა იმიტომ რომ ეს ყველაფერი გვახსოვს და ვერ ვაპატიებთ, არამედ იმიტომ, რომ ამ ერს თანასწორის როლში ყოფნა არ შეუძლია, უბრალოდ მათ ძალებს აღემატება.
ერს, რომელსაც არ შეუძლია იყოს სხვა ერების თანასწორი, შეუძლებელია ესაუბრო მეგობრობაზე. მათ თანასწორობა არ შეუძლიათ, ჩვენ – მონობა! შესაბამისად, მეგობრობის საკითხი ჩანასახშივე განწირულია!