არტეტა: ტუხელის დიდი გულშემატკივარი ვარ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე – “ბაიერნს” უნდა ვუფრთხილდეთ

დღეს, 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “არსენალი” “ბაიერნს”, ხოლო “რეალი” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლებს.
“მეთოფეების” მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ მატჩისწინა ინტერვიუში განაცხადა, რომ “რეკორდმაისტერის” მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის დიდი გულშემატკივარია და მისგან ბევრი რამ ისწავლა.
“ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია, ურთულესი ამოცანის წინაშე ვდგავართ. რაც შეეხება ტუხელს, მისი დიდი გულშემატკივარი ვარ და თომასისგან ბევრი რამ ვისწავლე. წარსულში განცდილი მარცხი? ეს არაფერს ნიშნავს, დღეს სულ სხვა გუნდი ვართ და ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც
ამას ბოლო სეზონების განმავლობაში ვაკეთბდით”, – განაცხადა არტეტამ.