“არსენალს” კვარაცხელიას დამატება გაუჭირდება – იქნება თუ არა სასარგებლო არტეტასთვის?

ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ AFC News Room-ის ეთერში „არსენალის“ მიერ პსჟ-ს შემტევით, ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესების შესახებაც ისაუბრა:
“თუ მკითხავთ, არსებობს ინგლისიდან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დაინტერესება, პასუხი იქნება – ცხადია, არსებობს. მაგალითად, ის „არსენალისთვის“ სავარაუდოდ  იდეალური მოთამაშე, გარემარბი იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ტრანსფერის განხორციელება ძალიან რთულია. ჯერ კიდევ ველოდები, რომ „არსენალი“ გარემარბს დაიმატებს, თუმცა კვარაცხელიას დამატება ძნელია“.
MSN აღნიშნავს, რომ პარიზულმა კლუბმა კვარაცხელიას 100 მილიონ ევროდ გასხვისებაზე უარი თქვა, ანალიტიკური პორტალი SciSports-ი კი ქართველს მიკელ არტეტას სისტემაში ნაკლებად სასარგებლოდ მოიაზრებს.
„ხვიჩა „ნაპოლის“ ვარსკვლავიდან პსჟ-ს საკვანძო ფეხბურთელად გადაიქცა, ფასმაც მკვეთრად მოიმატა მას შემდეგ, რაც სწრაფად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. „კვარას“ მრავალმხრიობა, პროფესიონალიზმი და უნარი შეცვლაზე შესვლისასაც მოახდინოს გავლენა მატჩზე, გაამყარა მისი როგორც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშის სტატუსი. ეს მზარდი პროგრესი განმარტავს, მიუხედავად „არსენალის“ და სხვა ტოპ-კლუბების სერიოზული ინტერესისა, რატომ არ სურს პსჟ-ს მასთან დამშვიდობება“, – წერს გამოცემა.