“არსენალმა” “ჩელსიდან” სტერლინგი დაიმატა

“არსენალმა” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “ჩელსიდან”, იჯარის წესით რაჰიმ სტერლინგი დაიმატა.
ინგლისელი ფეხბურთელი სეზონის დაწყების წინ “არისტოკრატების” მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ პირველ გუნდს ჩამოაშორა და კლუბის ხელმძღვანელებს მისი გასხვისება მოსთხოვა.
29 წლის შემტევის ხელფასის დაახლოებით 60%-ს კვლავ “ლურჯები” გადაიხდიან, “მეთოფეებს” იჯარაში თანხა არ გადაუხდიათ. “არსენალს” სტერლინგის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.