“არსენალმა” იტალიის ნაკრების მცველი შეიძინა

“არსენალმა” “ბოლონიასგან” იტალიის ნაკრების 22 წლის მცველი რიკარდო კალაფიორი 45 მილიონ ევროდ შეიძინა.
ლონდონურმა კლუბმა კალაფიორის ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაუფორმა.
მან გასულ სეზონში “ბოლონიაში” 37 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მერვედფინალი კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
ადრე რიკარდო “რომას” რიგებში კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა.