“არსენალი” “ლაიფციგის” ფორვარდის დამატებასთან ახლოსაა

“ლაიფციგის” ფორვარდი ბენჟამინ შეშკო, დიდი ალბათობით, კარიერას “არსენალში” გააგრძელებს.
The Mirror-ის ინფორმაციით, სლოვენიელმა ფორვარდმა “მეთოფეებში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. 20 წლის თავდამსხმელის შეძენით “მილანი” და “ჩელსიც” ინტერესდებიან.
შეშკომ მიმდინარე სეზონში “ლაიფციგის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 42 მატჩი გამართა, თავი კი 18 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.