“არსენალი” ზინჩენკოს გაყიდვას გეგმავს

“მანჩესტერის” და “ტოტენჰემის” ყოფილმა სკაუტმა მიკ ბრაუნმა განაცხადა, რიმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას “არსენალი” უკრაინელი მცველის ალეკსანდრ ზინჩენკოს გაყიდვას აპირებს.
“ზინჩენკოს, გაბრიელ ჟეზუსის და კირან ტირნის გასხვისება უნდათ. ისინი მწვრთნელის გეგმებში არ შედიან. ეს კლუბის სახელფასო განაკვეთს მნიშვნელოვნად შეამცირებს და შემადგენლობის გაძლიერების საშუალება მიეცემათ. ხანდახან ზოგიერთ მეორეხარისხოვან ფეხბურთელს უნდა დაემშვიდობო და მათ ტრანსფერში გარკვეული თანხა მიიღო”, – ციტირებს ბრაუნს Football Insider-ი.
27 წლის ზინჩენკომ ამ სეზონში “არსენალში” მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო
ღირებულება კი 35 მილიონი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში