“არსენალი” არტეტასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, “არსენალი” გუნდის მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
მოქმედი შრომითი ხელშეკრულებით, ესპანელი “ემირეიტსზე” 2025 წლამდე უნდა დარჩეს, მაგრამ სხვა გუნდების დაინტერესების გამო “მეთოფეები” უახლოეს მომავალში დაიწყებენ მოლაპარაკებებს, რათა დამრიგებელი შეინარჩუნონ.
თავის მხრივ, ლონდონში დარჩენის მსურველი არც არტეტაა და ახალ კონტრაქტზე შეთანხმება არ უნდა გაჭირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ