“არსენალის” შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა – ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

MatchDay Central-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი ფულის დახარჯვას აპირებს და გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე პსჟ-იდან ხვიჩა კვარაცხელიას დამატება იქნება.
“წითელი ეშმაკები” განსაკუთრებით შეტევით ფაზაში აპირებენ გაძლიერებას და ასეთად სწორედ პარიზელთა ქართველი ვარსკვლავი ევლინებათ. ინგლისური გრანდის წარმომადგენლები ჩვენებურის წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში დაუკავშირდებიან და შესაძლო გარიგებაზე დაელაპარაკებიან.
უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ ქართველის დამატება პრემიერ ლიგის კიდევ ერთ დიდ გუნდ “არსენალსაც” სურს, თუმცა პსჟ კვარაცხელიას გასხვისების ვარიანტს არანაირი თანხის სანაცვლოდ არ განიხილავს, რადგან კლუბის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად მიიჩნევს.