“არსენალის” ახალი სპორტული დირექტორის ვინაობა ცნობილია

The Athletic-ის ინფორმაციით, კლუბიდან წასული ედუ გასპარის შემდეგ, “არსენალის” ახალი სპორტული დირექტორი ანდრეა ბერტა გახდება. საფეხბურთო ფუნქციონერი 12 წელი “ატლეტიკოში” მუშაობდა და პოსტი ამა წლის იანვარში დატოვა.
ლონდონელებს აღნიშნულ პოსტზე რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის, ბერტას ასისტენტი ჯეისონ აიტო ჰყავდათ, მაგრამ არჩევანი საბოლოოდ, ანდრეას სასარგებლოდ გააკეთეს.
თავის მხრივ, ახალი დამსაქმებლების მსურველთა რიცხვს არც ბერტა უჩიოდა, მაგრამ მასაც საქმიანობის გაგრძელება “არსენალში” სურდა და არჩევანი “მეთოფეთა” სასარგებლოდ გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში