არსებული ცნობებით, რუსთაველზე აქტივისტი საბა კორძაია დააკავეს

არსებული ცნობებით, რუსთაველის გამზირზე აქტივისტი საბა კორძაია დააკავეს. ინფორმაციას ადვოკატები და აქტივისტები ავრცელებენ.
როგორც ცნობილია, ის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით აიყვანეს.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით უკვე 18 ადამიანია დაკავებული. მანამდე დააკავეს “ეროვნული კრების” წევრები – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, და ირაკლი ნადირაძე