“[არსებული მდგომარეობა] მძიმე შედეგს იწვევს საქართველოს ეკონომიკისთვის” –

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ინფორმაციით, EU-ს ელჩი საქართველოს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩმა ასოციაციის წევრებს გაუზიარა ევროკავშირის სინანული “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების გამო, დაშორებულიყვნენ ევროკავშირსა და მის ღირებულებებს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ მძიმე შედეგებს, რომლებიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე იქონიებს გავლენას.
“ბიზნესი ამ ცვლილებით ღრმად შეშფოთებულია. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას დეესკალაციისკენ და რომ შეწყვიტონ მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიაწარმომადგენლების და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სასტიკი და უკანონო ძალის გამოყენება, რაც მძიმე შედეგებს იწვევს ყველა ქართველისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
EBA ერთ-ერთია იმ 13 ბიზნესასოციაციას შორის, რომლებმაც “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, ერთობლივი განცხადებით გააკრიტიკეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს