წალკაში, მეზობელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთზე სასამართლო მსჯელობს.
ადვოკატის განცხადებით, მოკლულსა და ბრალდებულს მეზობლური კონფლიქტი ჰქონდათ. მკვლელობა ნაჯახით არის ჩადენილი და როგორც ადვოკატი აცხადებს, იარაღი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ ქალმა მოუქნია, ამის შემდეგ კი ბრალდებულმა იარაღი წაართვა და ორჯერ ჩაარტყა.
უფლებადამცველი დაკავებულის თავისუფლების სანაცვლოდ, გირაოს შეფარდებას ითხოვს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილეა, რომელმაც ბრალდების ინფორმაციით, 53 წლის ქალი მოკლა და ადგილიდან მიიმალა.
მკვლელობა სოფელ ბედიანში 29 ნოემბერს მოხდა. წარდგენილი ბრალი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.