არსებული ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობისას, რეჟისორი გიორგი ლიფონავა დააკავეს

-სთან საპროტსტო აქციის მონაწილე, გიორგი ლიფონავა დააკავეს – დაკავების კადრს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი გიგი უგულავა ავრცელებს.
საპროტესტო მსვლელობისას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან გაიმართა, ჯამში სამი პირია დაკავებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
ცნობისთვის, იქამდე საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პირთა დაკავება გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობისა და საპოლიციო მოქმედებებისთვის ხელის შეშლისთვის მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?