არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ გზის გადაკეტვის გამო რამდენიმე პირი დააკავა

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ გზის გადაკეტვის გამო რამდენიმე პირი დააკავა. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია ყოფილი დიპლომატი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენელი გიორგი წიქარიშვილი. წიქარიშვილის დაკავების კადრებს “პუბლიკა” ავრცელებს.
ასევე, ქაშვეთის მიმდებარედ დააკავეს აქციების კიდევ ერთი მონაწილე ზურაბ მენთეშაშვილი.