არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ნიკა კაცია დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ნიკა კაცია დააკავეს.
როგორც ჟურნალისტის მეგობარი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, მეორე მხრივ, კაციას სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს.
„დაჭერილია! არ ვიცი როგორ და სად აიყვანეს! სახლში პოლიციაა მისული, სავარაუდოდ ჩხრეკაზე! ნიკუშამ დედა ჩაკეტა სახლში და გასაღები თან ჰქონდა…პოლიციამ მიიტანა გასაღები, მაგრამ გატეხილია! სავარაუდოდ, სცემეს. ისე ვერ გატყდებოდა სახლის გასაღები…არ ვიცი, სად ჰყავთ გადაყვანილი..ვარკვევ და ვისაც რა შეგიძლიათ დამეხმარეთ, გთხოვთ!“,- წერს მაგდა ვასაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო: შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას