არსებული ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარედ პოეტი ზვიად რატიანი დაკავეს

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დაკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელებში აქტივისტები ავრცელებენ.
ასევე, სოციალურ ქსელში გვერდი – “protest24” ზვიად რატიანის დაკავების კადრებს ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ მას პოლიციის მანქანაში სვამენ.
სხვა დეტალები უცნობია, “ინტერპრესნიუსი” დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.