,, არსებული ინფორმაციით მას ჩამოაქვს პირდაპირ კონკრეტული პაკეტი ბიძინა ივანიშვილის სანქციების” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,გამომდინარე იქედან, რომ ძალიან მაგრად ჩაისვარეს გუშინდელ მიტინგზე რადიკალური ოპოზიციის წევრებმა, რაც ოპოზიციონერმა იაგო ხვიჩიამაც კი დაადასტურა, ახლა დარჩათ ერთადერთი იმედი – გამთენიისას საქართველოში ჩამოდის -ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი, რომელიც სანქციების დაწესების მთავარი კოორდინატორია.
არსებული ინფორმაციით მას ჩამოაქვს პირდაპირ კონკრეტული პაკეტი ბიძინა ივანიშვილის სანქციების და როდესაც ხვალ შედგება ეს შეხვედრა ო'ბრაიენის და ბიძინა ივანიშვილის, საუბარი სწორედ ბიძინა ივანიშვილის სანქციებს შეეხება.
ამ შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე მიმართავს გუნდის წევრებს, რომ გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.”

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: …მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი ამ თემაზე მუშაობდნენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ