არსებული ინფორმაციით, თბილისში, 40 წლამდე კაცმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა

თბილისში მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ცოლს მათი საერთო შვილის თვალწინ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მამაკაცს, ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია