არსებული ინფორმაციით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი სასროლეთის ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.
შემთხვევის ადგილისკენ „ინტერპრესნიუსის” ჯგუფი მიემართება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ასევე დაგაინტერესებთ