არსებული ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა

მეგობრების ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა.
როგორც სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ, აბაშიძეს ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს.
“უჩა აბაშიძის სახლში ახლა არის პოლიცია, არ უშვებენ სადარბაზოში მის ძმებს, გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობა და არ შეგვიშვებენ. სხვისგან გავიგეთ, რომ ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს”, – წერს სოციალურ ქსელში სოფია თოდუა.
ასევე, სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ იგივე შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს მისი ყოფილი მეუღლე.
„შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან”, – წერს დოდო ხარხელი.
„ინტერპრესნიუსი“ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას -ში ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”