“არსებული ვითარების ფონზე რითეილ სექტორის მოგებიანობა შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს” – ექსპერტი

ქსელური მარკეტების წილი FMCG ბაზარზე იზრდება, ს პროგნოზით ორგანიზებული ბაზრის წილი 2024 წელს 41%-ს მიაღწევს, ხოლო 2025 წლისთვის 45%-მდე გაიზრდება.
ამ დრომდე ბაზრის ნახევარზე მეტი მოდის ისეთ რითეილერებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ქსელურ მაღაზიებს, თუმცა მათი საბაზრო წილი მცირდება, ხოლო ქსელური მარკეტების წილი მთლიან ბაზარზე იმატებს. TBC Capital-ის მიხედვით, ბაზრის ორგანიზებული მოთამაშეების წილები ძირითადად რეგიონული ექსპანსიის ხარჯზე იზრდება, სადაც ამ დრომდე არ იყვნენ ქსელური სუპერმარკეტები ფართოდ წარმოდგენილი.
როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე FMCG ბაზრის კონიუქტურა, მოუწევთ თუ არა ბაზრის მოთამაშეებს დაგეგმილი საინვესტიციო გეგმების შეცვლა და რა ასახვა შეიძლება ჰქონდა ამას, როგორც კომპანიებზე, ისე თავად მომხმარებელზე? – ეს კითხვები რითეილ ექსპერტს მირანდა მანჯგალაძეს დავუსვით, რომელიც ამბობს, რომ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე არსებული მაჩვენებლები საყურადღებოა.
მისი თქმით, ლარის გაუფასურების ფონზე მოსალოდნელი იქნება იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასის ზრდა, თუმცა ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის ფონზე ფასების დაკორექტირება ვერ მოხდება, რაც FMCG ბაზარზე შემცირებული მომგებიანობას სავარაუდოდ კიდევ შეამცირებს.
“საინტერესო ტენდენცია იყო კვლევაში გამოვლენილი, 2023 წელს ინფლაცია ნულოვანი იყო, რაც ძალიან კარგია პირველადი მოხმარების და FMCG ბაზარზე, თუმცა ლარი გაუფასურების ხარჯზე ბუნებრივია მოსალოდნელი იქნება ფასია აწევა, გასათვალისწინებელი ფაქტორია კონკურენცია, რომელიც ძალიან მაღალია, რაც არ მისცემს კომპანიებს მოგების მარჟის გაზრდის შესაძლებლობას. ეს მაჩვენებელი შემცირებულია და ალბათ კიდევ უფრო შემცირდება, თუ დოლარი გამყარდა ლართან მიმართებაში. თუ გავითვალისწინებთ გაზრდილი ხელფასების ნაწილს და გაზრდილი იჯარის თანხას ამ შემთხვევაში EBITDA-ც შემცირებულია პროგნოზში და კიდევ უფრო მეტად შემცირდება, თუ არსებულ სურათს ჩავრთავთ კვლევაში,”- ამბობს რითეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე.