„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი კომპანია პროდუქტების შეძენის დროს სიფრთხილეს იჩენს“

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი კომპანია პროდუქტების შეძენის დროს სიფრთხილეს იჩენს“, – ამის შესახებ „ენაგრამის“ დამფუძნებელმა რატი სხირტლაძემ „ბიზნესპრენიუსთან“ განაცხადა.
საუბარია სტარტაპერების მიერ შექმნილ ინოვაციებზე, როლის შეძენა-დანერგვისგანაც, რატი სხირტლაძის თქმით, ბევრი კომპანია თავს იკავებს. ამის ძირითადი მიზეზი კი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია.
„ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი არის ის, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიების პროდუქტების შეძენის დროს სიფრთხილეს იჩენს. საუბარი მაქვს სტარტაპერების მიერ შექმნილი პროდუქტებზე, კომპანიების ნაწილი თავს იკავებს ინოვაციების დანერგვისგან. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ინოვაციები არ არის ისე, რომ პროდუქტი იყიდე და ამით დამთავრდა, ეს არის განგრძობითი პროცესი. კონკრეტულად ჩვენზე რომ ვისაუბროთ, მაინც ვყიდით და ვიზრდებით, თუმცა გარკვეული ეფექტი, რა თქმა უნდა, აქვს. უფრო მეტს გავყიდდით ასეთი სიტუაცია რომ არ იყოს. ბიზნესს უყვარს სტაბილურობა და პროგნოზირებადობა“,- ამბობს რატი სხირტლაძე.
კითხვაზე, ამ ფონზე, არსებობს თუ არა გამოწვევები საერთაშორისო გამოცდილების ან დაფინანსების კუთხით, „ენაგრამის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მის პრაქტიკაში არა.
„ამ მხრივ, ჩვენ არ შეგვქმნია პრობლემა. საერთაშორისო გამოფენებზე არ ვყოფილვართ, არც გამიგია, რომ ვიღაც ამის გამო სადმე არ წავიდა. პირიქით, ახლახან ერთ-ერთ პროექტში 10 გვყავდა გამარჯვებული, ერთ-ერთმა „სილიკონ ველის“ დაფინანსება მოიპოვა (რამდენიმე კვირის წინ). შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო „ქეისებიც“ არის“,- ამბობს რატი სხირტლაძე.