არსებობს ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ძალიან ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს, რათა ევროსაბჭოს ასამბლეა დაარწმუნოს იმაში, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს ასამბლეაზე დაშვებული

არსებობს ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ძალიან ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს, რათა ევროსაბჭოს ასამბლეა დაარწმუნოს იმაში, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს ასამბლეაზე დაშვებული
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საზოგადოებას ვუთხრათ და ვაცნობოთ, თუ რა ხდება ადგილზე. დღეს 27 იანვარია და ჩვენ გვაქვს ასეთი სასტარტო პოზიცია: არსებობს ჩვენი ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ აქ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ძალიან ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს იმისთვის, რომ აქაური ასამბლეა დაარწმუნოს იმაში, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს ასამბლეაზე დაშვებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არსებობს ასევე ორი სხვადასხვა შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განაცხადოს, რომ საქართველოში დემოკრატიული არ ჩატარებულა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტად არა , არამედ, აღიარონ. ასევე, მისი ინფორმაციით, კულუარებში ისმის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოთხოვნაც.
„არსებობს ასევე ორი სხვადასხვა შუამდგომლობა, რომელიც ელექტრონულად ტრიალებს რამდენიმე დღეა, ერთს აქვს 24 დეპუტატის მხარდაჭერა, მეორეს, თუ არ ვცდები – 28. ორივე შუამდგომლობა მიზნად ისახავს იმას, რომ საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში, თქვას, რომ საქართველომ არ ჩაატარა დემოკრატიული . ეს შუამდგომლობები ითხოვენ, რომ საპარლამენტო ასამბლეამ აღიაროს საქართველოს პრეზიდენტად და არა , ეს შუამდგომლობები ითხოვენ, რომ საქართველოს დაევალოს ახალი არჩევნების ჩატარება. ჩვენ აქ ვართ გუშინდლიდან და ეს ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კულუარებში ასევე ისმის ის მოთხოვნაც, რომ შეიძლება იყოს გაჟღერებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. ეს არის საჯარო, გაცხადებული და გაუცხადებელი მოთხოვნები. რასაკვირველია, ისმის გარკვეული სურვილები, რომ სხვადასხვა კანონი შეიცვალოს, თუმცა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯაროდაც თქვა, რომ ჩვენს ხელისუფლებას გარკვეული მზაობა აქვს მხოლოდ ამ მიმართულებით თანამშრომლობის.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში