არსებობს რისკი, რომ საქართველოში ბელარუსის სცენარი განმეორდეს – ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, არსებობს რისკი, რომ საქართველოში ბელარუსის სცენარი განმეორდეს.
ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ზე დაწერა.
„ახლახან ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე ჩემი ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. არსებობს რისკი, რომ საქართველოში განმეორდეს ბელარუსის სცენარი.
ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ. ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროკავშირის გზაზე. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება ეწინააღმდეგება მათ ნებას და რუსული თამაშია“, – აცხადებს გიტანას ნაუსედა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)