“არსებობს გარკვეული პრობლემები კონტრაქტორებთან დაკავშირებით” – ინფრასტრუქტურის მინისტრი

“არსებობს გარკვეული პრობლემები კონტრაქტორებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად დავიცავთ სახელმწიფო და საჯარო ინტერესს მათთან მიმართებაში,“ – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, სენაკის ახალი საბავშვო ბაღის დათვალიერების შემდეგ.
სოხაძე პირობას დებს, რომ გუნდთან ერთად აქტიურად იქნება ჩართული პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.
„ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული პროცესში, მე და ჩემი კოლეგები, ის თანამშრომლები, რომელთაც კონკრეტულად ევალებათ ეს საქმე, ჩავალთ და ადგილზე მოვინახულებთ ყველა ობიექტს. ასე რომ, იქნება მუდმივი მონიტორინგი. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული პრობლემები კონტრაქტორებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად დავიცავთ სახელმწიფო და საჯარო ინტერესს მათთან მიმართებაში,“-აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, უკვე დასრულდა 11 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობაც. დაგეგმილია კიდევ 36 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.