არსებობს ასეთი გეგმა: სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია. რაც უფრო მეტი 3%-იანი, 2%-იანი, 1%-იანი პარტია იქნება წარმოდგენილი შემდეგ არჩევნებზე, მით უკეთესი ჩვენთვის – ირაკლი კობახიძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი მ, ს მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
კობახიძის თქმით, სააკაშვილის მიერ პრეზიდენტ ს მისამართით გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზურაბიშვილი კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ნაწილი გახდა.
“არასერიოზულია მისი [მიხეილ სააკაშვილის] ქმედებები, არასერიოზული იყო მისი სიმულიანტობა, არასერიოზულია სიმულიანტობიდან ისევ პოლიტიკაში დაბრუნება. რაც შეეხება მის განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ალიანსს, რომელიც არის კოლექტიურ “ნაცმოძრაობასა” და სალომე ზურაბიშვილს შორის. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა კოლექტიური “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი,” – განაცხადა მ.
იგი ასევე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილი რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში იხილოს საზოგადოებამ.
“ჩვენც გვქონდა ამაზე საუბარი, რომ არსებობს ასეთი გეგმა: სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია. რაც უფრო მეტი 3%-იანი, 2%-იანი, 1%-იანი პარტია იქნება წარმოდგენილი შემდეგ არჩევნებზე, მით უკეთესი ჩვენთვის, მით მეტ ხმებს დაკარგავს ოპოზიცია მთლიანობაში და მით მეტი მანდატი წამოვა ჩვენკენ,” – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალხაზ თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ჯონ ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა და წაიშინეს თავში ხელები, მეორე დღეს 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს ყველანი გარეთ