პლანეტა ურანი და მისი ხუთი თანამგზავრი შესაძლოა არც თუ ისეთი უსიცოცხლოები აღმოჩნდნენ, როგორც ეს ადრე ითვლებოდა, – წერს BBC.
ბოლო მონაცემებით, რომლებიც მეცნიერებმა კოსმოსიდან მიიღეს, არ არის გამორიცხული, რომ პლანეტა ურანის ზედაპირის ქვეშ, შესაძლოა, არსებობდეს ოკეანეები, მის თანამგზავრებზე კი სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები იყოს.
ურანის შესახებ პირველი ინფორმაცია 40 წლის წინ გაჩნდა, როდესაც NASA-ს კოსმოსური მისიის აპარატმა „ვოიაჯერ-2“-მა შეძლო პლანეტა ახლოდან დაეთვალიერებინა, თუმცა აქ გაირკვა ერთი დეტალი – კოსმოსური აპარატის ურანთან მიახლოება დაემთხვა მზის ძლიერ ქარიშხალს, შედეგად მეცნიერებმა საკმაოდ დამახინჯებული მონაცემები მიიღეს. შესაბამისად, მკვლევრებს ჩამოუყალიბდათ არასწორი წარმოდგენა ამ პლანეტარული სისტემის შესახებ.
„ეს შედეგები მიუთითებენ იმას, რომ ურანის პლანეტარული სისტემა, შეიძლება იყოს ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ეს აქამდე იყო მიჩნეული. თანამგზავრებზე შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის შესაფერისი გარემო, მათი ზედაპირის ქვეშ კი შესაძლოა, ჩქეფს ოკეანე, რომელიც თევზებითაა სავსე“, – განაცხადა ბრიტანელმა მეცნიერმა უილიამ დანმა.
NASA-ს მეცნიერი ლინდა სპილკერი მოხარულია, რომ ურანის პლანეტარულ სისტემაში თეორიულად მაინც შესაძლებელია სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები არსებობდეს.
ათ წელიწადში NASA გეგმავს გაუშვას ურანისკენ ახალი მისია, რათა მისი პლანეტარული სისტემა მეცნიერებმა უფრო კარგად შეისწავლონ. სპეციალისტების გათვლებით, ახალი კოსმოსური აპარატი ურანამდე 2045 წლისთვის მიაღწევს.
წყარო: იმედინიუსი