არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში მდიდრული საათის გამო დააკავეს

ცნობილ მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი მცირე ხნით დააკავეს მებაჟეებმა მიუნხენის აეროპორტში. მიზეზი დაუდეკლარირებელი 26 000 ევროს ღირებულების Audemars Piguet-ის მაჯის საათი გახდა.
მსახიობს დაახლოებით 3 საათით მოუწია აეროპორტში გაჩერება.
მიუნხენის მთავარი საბაჟო უწყების სპიკერმა განაცხადა: “ჩვენ აღძრული გვაქვს სისხლის სამართლის საგადასახადო პროცესი. საათი უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული, რადგან ეს იმპორტია”.
შვარცნეგერის თქმით, ცდილობდა ეთქვა მებაჟეებისთვის, რომ საათი გადაეცა მისვე Schwarzenegger Climate Initiative-ს და უნდა გაიყიდოს აუქციონზე ხუთშაბათს ღამით ავსტრიის სათხილამურო კურორტ კიცბიჰელში გამართულ ღონისძიებაზე.
Bild იტყობინება, რომ მსახიობს 35 000 ევრო დააკისრეს, მათ შორის 4 000 ევროს გადასახადი და 5 000 ევროს ჯარიმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა შესთავაზა გადასახადის გადახდა საკრედიტო ბარათით, მაგრამ გერმანიის საბაჟო წესები მოითხოვს გადასახადის ნახევარი ნაღდი ანგარიშსწორებით იყოს გადახდილი. ამბობენ, რომ საბაჟო მოხელეები თან ახლდნენ შვარცენეგერს ბანკში ნაღდი ფულის გამოსატანად, სანამ მას მოგზაურობის გაგრძელების უფლებას მისცემდნენ.