არნახული დაპირება დე ლაურენტისისგან – რამდენს მიიღებს “ნაპოლი” “ბარსელონას” დამარცხების შემთხვევაში?

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელიც გულუხვობით ნამდვილად არ გამოირჩევა, თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ ძლევის შემთხვევაში სოლიდურ პრემიას დაჰპირდა.
„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, დე ლაურენტისს ძალიან უნდა „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდეს, 2025 წელს -ში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშოს და გუნდს ბონუსების სახით 10 მილიონ ევროს დაჰპირდა.
თუ „ნაპოლი“ 1/4-ფინალში გავიდა, უეფასგან 10.6 მილიონს მიიღებს, ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის გაცილებით მეტს.
“ნაპოლისა” და “ბარსელონას” პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, საპასუხო კი 12 მარტს გაიმართება.
თუ ნაპოლიმ ბარსელონა გაიარა,10,6 მილიონს მიიღებს და თითქმის გაინაღდებს,საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას,ეს კი,დამატებითი შემოსავალია,100 მილიონიდან და ზევით.მაგ ფულის გულისათვის,რა თქმა უნდა შეჰპირდება.2027 წელს,ახალ,60 000-იანი სტადიონის აშენებას აპირებს,დე ლაურენტისი.ჰო და შეეცდება რაც შეიძლება მეტი ფულის გადადებას,მისი აშენებისათვის.რა თქმა უნდა სურს,რაც შეიძლება ცოტა სესხის აღებამ მოუწიოს.ალბათ ამის გამოც იქცევა ასე უნამუსოდ,ფეხბურთელებთან.
სამოცდაათიან წლებში საბჭოთა ახალგაზრდულ ნაკრებში ათ ნომერზე თამაშობდა ზურაბ პეტრიაშვილი [გურამის ძმა ‘ძილში დაგესიზმრებით”]-ო თუგახსოვთ,ზვიადის მთავრობაში იყო; ჰოდა ამ ზურას გუნდის სხვა წევრებისაგან განსხვავებით მწვრთნელი თამაშის სტრატეგიის დაგეგმვის დროს არასდროს გეგმას არ აძლევდა ”შენ დარიგება არ გჭირდება როგორც გინდა ისე ითამაშეო”. სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა [ძალიან ტექნიკური იყო].